შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” პორნოგრაფიულ ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ "ფორმულას" უწყებაში განუცხადეს. პორნოგრაფიული ნიშნების არარსებობის გამო, საქმეზე არც გამოძიება დაწყებულა.
“მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია”, – აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, შსს-ს ფილმის შინაარსის შესწავლის მოთხოვნით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის მიერ დაარსებულმა პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიმართა. ლორთქიფანიძის მტკიცებითი, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეიცავს „პორნოგრაფიულ კონტენტს“ და „დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“.